• + 995 322 700 100
  • info@smotors.ge
  • MEYLEმეილე

    სათადარიგო ავტონაწილების ლიდერი გერმანული კომპანიაა, იგი აწვდის სათადარიგო ავტონაწილებს 120-ზე მეტ ქვეყანას. პროდუქციის ასორტიმენტი 23 000 უნიკალურ მოდელს ითვლის.

    MEYLE-აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ავტონაწილებს, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ისეთი ცნობილი ბრედებისათვის, როგორებიცაა: Alfa-Romeo, IVECO, Audi, BMW, Chevrolet, Doodge, FIAT, Ford, Saab, MAN, SEAT, Opel, Mercedes-Benz, Volvo, VolksWagen და ასე შემდეგ.

    საგულისხმოა, რომ MEYLE-ს ბრენდის ბევრი სათადარიგო ნაწილი იმგვარადაა გაუმჯობესებული, რომ გამძლეობით და საიმედოობით არა თუ ჩამოუვარდება, სჯობნის კიდეც ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს.

    NISSENSნისენს

    დანიური კომპანია NISSENS თავის ისტორიას 1921 წლიდან ითვლის. დღეს, იგი ჩამოყალიბდა როგორც, ძრავის გაგრილების სისტემების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი მწარმოებელი კომპანია. ძრავის რადიატორების გარდა Nissens Automotive, აწარმოებს ასევე ავტომობილის გათბობა კონდიციებისათვის აუცილებელ რადიატორებს. პროდუქციის მოდელების ჩამონათვალი 10 000 ერთეულს აღწევს, რომელიც იწარმოება 13 ქარხანაში.

    ნებისმიერი პროდუქტი, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს გადის ხარისხის კონტროლის უმკაცრეს პროცესს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ქარხნულ წუნს. კომპანიის პროდუქციის პორტფოლიო ესადაგება, როგორც უახლოეს ასევე ავტომობილის ძველ მოდელებსაც. საგულისხმოა, რომ კომპანია აწარმოებს ძრავის რადიატორებს ისეთი ცნობილი ბრენდისათვის, როგორიცაა Ford.

    პროდუქციის ფართო სპექტრი და გამოცდილება – ორი საკვანძო ფაქტორი, რაც NISSENS-ის წარმატებას განაპირობებს.

    DAYCO დეიკო

    ამერიკული კომპანია DAYCO ძრავის ნაწილებისა და ღვედების მსოფლიო ლიდერი კომპანიაა. კომპანიის პროდუქცია 1905 წლიდანაა ცნობილი მსოფლიო ბაზრისათვის.

    DAYCO-ს პროდუქტები დიდი მოწონებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში მათ შორის – საქართველოშიც, პროდუქციის წარმოებისას, კომპანია იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს, სწორედ ამიტომ მისი ძრავის ღვედები და დამჭიმები, გამოირჩევა საიმედოობით და გამძლეობით.

    კომპანია DAYCO, ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც ემსახურება ადამიანების კომფორტულ გადაადგილებას და პროგრესს.

    OPTIMAL ოპტიმალი

    კომპანია თავის ისტორიას, 1992 წლიდან ითვლის, ამ მცირე დროის მიუხედავად მან დაიმკვიდრა სახელი, როგორც სანდო და ხარისხიანი სათადარიგო ავტონაწილების მწარმოებელმა.

    ამ ბრენდის ამორტიზატორები, პომპები , ფილტრები, მუხრუჭები და სამუხრუჭე დისკები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში მისი საიმედოობისა და ხარისხის გამო.

    კომპანიის, მიზანია, ყოველთვის იდგეს ტექნოლოგიური მიღწევების წინა ხაზზე, სწორედ ამიტომ, ოპტიმალი 2016 წლიდან სთავაზობს თავის მომხმარებელს სპეციალურ ხაზს ჰიბრიდული ავტომობილებისათვის და ელექტრო მანქანებისათვის.

    AVISTA ავისტა

    პენასოლი, მოტორგოლდი, უკვე ახალი შეფუთვით – ავისტა

    ორმოც წელზე მეტია, რაც ამ გერმანული ბრენდის სახელი, ხარისხის და საიმედოობის სინონიმად იქცა. მისი უმაღლესი ხარისხის ზეთები, სცხებ საპოხი მასალები და სხვა ტექნოლოგიური სითხეები, ფართოდაა ცნობილი მთელს მსოფლიოში.

    კომპანიის პროდუქცია, შეესაბამება ყველა არსებულ ნორმასა და მოთხოვნას, ტექნიკური იქნება ის თუ გარემოსდაცვითი.

    პროდუქცია, ხელმისაწვდომია როგორც საცალო ისე ინდუსტრიული შეფუთვებითც.

    MOL მოლი

    MOL  ნავთობისა და გაზის წამყვანი კორპორაციაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
    კომპანია თავის ისტორია 1907 წლიდან ითვლის. კომპანიის სათაო ოფისი ბუდაპეშტში მდებარეობს და საპოხი მასალებით ამარაგებს 50-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით.

    MOL -ის ბრენდის ზეთები იწარმოება ევროპაში კერძოდ უნგრეთსა და ხორვატიაში

    კომპანიის პროდუქცია, შეესაბამება ყველა არსებულ ნორმასა და მოთხოვნას.

    LPR ელპეერ

    იტალიური კომპანია LPR თავის ისტორიას, გასული საუკუნის 50-ანი წლებიდან ითვლის, მისი სპეციალიზაცია გახლავთ სამუხრუჭე ხუნდებისა და სამუხრუჭე სისტემის სხვა ელემენტების წარმოება. პროდუქციის მუდმივად ზრდადი კატალოგი, 11 000 უნიკალურ კოდზე მეტს ითვლის, რაც კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ფარავს მსოფლიო ავტოპარკის 96%-ს.

    კომპანია აწარმოებს სამუხრუჭე ხუნდებს ისეთი განთქმული და ძვირადღირებული ბრენდის ავტომობილებისათვის, როგორიცაა FERRARI. კომპანიის პროდუქცია, უმკაცრეს კონტროლს გადის რაც მის გამორჩეულ ხარისხსა და საიმედოობას უზრუნველყოფს.

    MONROE მონრო

    მონროს ბრენდი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდია ამორტიზატორების ბრენდებს შორის. მისი ისტორია 100 წელიწადზე მეტს ითვლის, კომპანია იქმნებოდა და ვითარდებოდა მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიის პარალელურად. 1926 წლიდან, მონროს ამორტიზატორები წარმოადგენს ეტალონ პროდუქტს მსოფლიო ამორტიზატორების ბაზარზე, მის ხარისხსა და გამოცდილებას ენდობა მილიონობით მომხმარებელი მსოფლიო მასშტაბით.

    Magneti Marelli მაგნეტიმარელი

    კომპანია, როგორც FIAT-ის შვილობილი საწარმო, თავის ისტორიას გასული საუკუნის დასაწყისიდან ითვლის. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს, ავტომობილის განათება და ელექტროობა წარმოადგენს. იგი პირდაპირი მომწოდებელია ლიდერი საავტომობილო ბრედებისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    კომპანია, ლიდერ სხვა საავტომობილო ბრენდებთან ერთად მუშაობს ავტომობილების საბორტე კომპიუტერების დახვეწაზე და ასევე უპილოტო ავტომობილის შექმნაზე.